თვით-შემეცნების მეთოდი
07.04.22
თვით-შემეცნების მეთოდი

Საუკუნეების მანძილზე, სწავლის კლასიკურ მეთოდს წარმოადგენდა - მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს. თუ გავიხსენებთ ანტიკურ ხანას, მაშინ ეს ერთადერთი მეთოდი გახლდათ, რადგან სწავლა უმეტესწილად ხდებოდა ვერბალური კომუნიკაციით და გამოცდილების პრაქტიკულად გაზიარებით. შემდეგ შემოვიდა სხვადასხვა საქმიანობის თუ პროფესიის ერთგვარი წერილობითი სახელმძღვანელოები, რამაც სრულიად შეცვალა განვითარების ეფექტურობა. ამ შემთხვევაშიც, მასალის საფუძვლიანად გასაგებად და შესამეცნად, საჭირო იყო კონკრეტულ მიმართულებაში განსწავლული მასწავლებლის ახსნა-განმარტებები.

ჩვენს ეპოქაში კი, როცა ინტერნეტის მეშვეობით, ყველა ინფორმაცია “თითის წვერზე” გვაქვს, იკვეთება თვით-შემეცნების ეფექტურობის საკითხი. Შეუძლია თუ არა ადამიანს, ყოველგვარი მასწავლებლის, ლექტორის თუ უნივერსიტეტის გარეშე, საკუთარ თავთან მუშაობით ისწავლოს (არა ტექნიკური მიმართულებები) და გახდეს პროფესიონალი? 

თვით-შემეცნების მეთოდი, ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანისთვის, რომ განავითაროს მისი შემეცნებითი გამოცდილება, ემზადება იგი სხვადასხვა ონლაინ კურსისთვის თუ უბრალოდ იკვლევს მისი ინტერესის სფეროს, საკუთარი სიამოვნებისთვის. თვით-შემეცნების მეთოდის გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ სასწავლო სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციას გასცდეს და საკუთარ თავთან მუშაობით უფრო ღრმად ჩაწვდეს მათთვის საინტერესო საკითხებს, რაც საბოლოო ჯამში, უკეთეს შემეცნებითი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. დაინტერესებული პირი, თვით-შემეცნების მეთოდის გამოყენებისას, თავად აკონტროლებს სწავლის პროცესსა თუ პროგრესს, ეს კი მას უფრო დიდ ინტერესს უღვივებს. 


  თვით-შემეცნების მეთოდის უპირატესობები


1. Სწავლის პროცესის ეფექტურობის გაზრდა. Როდესაც ადამიანი იკვლევს საკითხს თავისით, ის უფრო ჩართულია მეტი ინფორმაციის მოძიების პროცესში, უფრო ღრმად ფიქრობს ამ საკითხის შესახებ და ერთმანეთს უკავშირებენ მიღებულ ინფორმაციას. ის ბედნიერია ამ პროცესის განმავლობაში, რაც მიღებული ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება.

2. Მეტის აღმოჩენა. თვის-შემეცნების მეთოდი დაკავშირებულია ახალი ინფორმაციის აღმოჩენასთან, როცა ადამიანი თავისით აკეთებს ასეთ აღმოჩენებს, ინტერესი უმძაფრდება და შედეგად იღებს უფრო კომპლექსურ ცოდნას მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.

3. თვითშეფასების ამაღლება. როდესაც ხარ ჩართული თვით-შემეცნების პროცესში, ხდები უფრო  თავდაჯერებული მოსწავლე. Საკუთარ თავს აღიქვამ დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც შესწევს იმის უნარი, რომ შეიმეცნოს თავისით, სხვისი დახმარების ან კონტროლის გარეშე. ეს მოტივაციის ამაღლების საშუალებაც შეიძლება გახდეს. 

4. Სწავლა საკუთარი ტემპით. თვით-შემეცნების მეთოდი გაძლევს საშუალებას ისწავლო და განვითარდე საკუთარი ტემპით, ფოკუსირდე კონკრეტულად შენთვის საინტერესო საკითხებზე რისი გაგებაც უკეთ გსურს. ეს ამცირებს იმედგაცრუების გრძნობას, შფოთვას ან მოწყენილობის შეგრძნებას, რასაც შეიძლება გრძნობდე საკლასო ოთახში ან უნივერსიტეტის აუდიტორიაში. 

5. ცნობისმოყვარეობის დონის ამაღლება. ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია სწავლისთვის. Როდესაც შენ არ ხარ ჩართული სწავლის პროცესში, უფრო ნაკლებ ინფორმაციას იღებ, სწავლობ იმისთვის რომ დაიზეპირო და არა იმისთვის რომ შეიმეცნო. თვით-შემეცნების მეთოდის გამოყენებით, შენ ირჩევ შენთვის საინტერესო თემას და სწავლის პროცესიც უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გამოდის. 


ჩვენ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მაინც ვიყენებთ თვით-შემეცნების მეთოდს. ასევე, ჩვენს რეალობაში, გვხვდება ძალიან ბევრი ონლაინ კურსი, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს. ისწავლე პრაქტიკულად, სწორედ თვით-შემეცნების მეთოდის გამოყენებით მოგცემს საშუალებას, შენთვის საინტერესო თემებზე მიიღო პრაქტიკული ცოდნა და სწავლის პროცესითაც მიიღო სიამოვნება.

ისწავლე შენით! ისწავლე შენთვის! ისწავლე პრაქტიკულად!


თორნიკე კუჭავა


# ისწავლე ონლაინ # ონლაინ კურსები # ბიზნესის დაწყება # სტარტაპი # სტარტაპის შექმნა # ბიზნესის კურსი # ონლაინ კურსი # სამეწარმეო კურსი # ისწავლე ბიზნესი # ქართული სტარტაპები

გააზიარე