["იხილე სილაბუსი"] სრულიად ავტომატიზებულ ონლაინ კურსში თავმოყრილია ის პრაქტიკული ცოდნა და ინსტრუმენტები, რაც საჭიროა ბიზნეს იდეის შექმნისა და განვითარების სრული ციკლისთვის.
შენი სწავლა იწყება იდეის გენერირებით და გრძელდება გუნდის ფორმირებით, ბიზნეს მოდელის აგებით, ინვესტიციების მოზიდვითა და საბოლოო პროდუქტის შექმნით.
მიზანი მარტივია — მოგცეს პრაქტიკული, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ცოდნა, რომ შეძლო საკუთარი ბიზნესის დაწყება და წარმატებით მართვა. კურსის წარმდგენია, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის - "სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების" კურსდამთავრებული თორნიკე კუჭავა.
კურსის ფარგლებში თქვენ ასევე შეხვდებით ქართველ ძალიან წარმატებულ მეწარმეებს: ოიში სუშის და Snacky.ge- ის დამფუძნებელი - იესე პატიაშვილი; ლუმიერს ჩიმნი ქეიქის დამფუძნებელი - ემილ კურბანოვი; ვაიფიშერის, ივენთერის დამფუძნებელი და წარმატებული ანგელოზი ინვესტორი - ნოდო ივანიძე. კურსის ფინანსური ნაწილის წარმდგენი იქნება ფინანსისტი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი - თიკო ლობჯანიძე.